მერვე ნაწილი ტესტებისა, სადაც მოცემულია არჩევითპასუხიანი ტესტები, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა თემატიკას: ოპერაციული სისტემები, პროგრამული უზრუნველყოფა, აპარატურა, ინტერნეტი, ქსელი, დაცვა, ორობითი, ათობითი, თექვსმეტობითი სისტემები, პროგრამირება, ვებ-დიზაინი, ფაილური სისტემები, განვითარების ისტორია, პიროვნებები, მწარმოებელი კომპანიები, ტერმინთა განმარტებები და ა.შ. შესაძლებელია ეს ყველაფერი ამ პოსტის ტესტებში არ შეგვხვდეს, მაგრამ პერიოდულად განახლდება და დაემატება ახალი ტესტები, რომელიც მოიცავს ყველა ზემოთჩამოთვლილ საკითხებს. ტესტის შესრულება შესაძებელია ონლაინ რეჟიმში - ასევე ამ ბმულზე განთავსბული ელ-წიგნიდან (pdf-ფაილი). შესაძლებელია ტესტებში მცირე ხარრვეზები იყოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში ველოდები კომენტარებს. ტესტში პასუხის ასარჩევად დააპკაპუნეთ ჩამონათვალის (A, B, C, D) მარჯვნივ მდგომ სიმბოლოს - "?", სწორი პასუხის შემთხვევაში დაფიქირდება მხიარული სმაილის კოდი - ":-)" და გამოვა შეტყობინება "Correct"- სწორია, არასწორი პასუხის შემთხვევაში კი დაიხატება სიმბოლო "X" და გამოვა შეტყობინება "Sorry! Try again." სცადეთ თავიდან. დიახ ნამდვილად შეგიძლიათ სცადოთ თავიდან და მეორე სავარაუდო პასუხი დააფიქსიროთ... ანუ პასუხამდე ყველა შემთხვევაში მიდიხართ თუმცა ერთ კითხვაში ბევრჯერ მონიშნული პასუხი რეიტინგულ მონაცემებს აუარესებს. ზოგირთი კითხვის პასუხს განმარტებებიც მოყვება, შესაძლებელია ტესტის შესრულება როგორც თითო შეკითხვით ასევე შეგვიძლია ყველა კითხვა ერთ ფანჯარაში განვათავსოთ "show all questions" - ღილაკით, იგივე ღილაკზე დაწკაპუნებით დააბრუნებთ ისევ თითოეული კითხვის რეჟიმზე. შესაძლებელია ასევე კითხვის გამოტოვება "=>" ღილაკით და გამოტოვებულ კითხვაზე დაბრუნება "<=" ღილაკით.
გისურვებთ წარმატებებს...
ისტ 8
ისტ 8
Quiz
კლავიატურის რა კომბინაციით წაიშლება ფაილი ისე რომ ის არ მოხვდეს ნაგვის ურნაში?
Delete ->Enter
Shift+ Delete ->Enter
Ctrl+ Delete ->Enter
Alt+ Delete ->Enter
რა არის მყარი დისკის დეფრაგმენტაცია
დავირუსებული დისკის სკანირება და გამოსწორება
დისკზე ყველაფრის წაშლა და შეცდომების გასწორება
დისკზე გაწყვეტილი ფაილების აღდგენა და დისკის უფრო დალაგებულად მუშაობა
დისკის გასუფთავება წაშლილი ფაილების შედეგად დარჩენილი ნაგვისგან
დედაპლატას აფასებენ შემდეგი კრიტერიუმებით
პროცესორის თავსებადობა, ჩიფსეტი, ოპერატიული მეხსიერების სლოტები, ინფორმაციის გამტარობის სისწრაფე
სსიპ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი, საქმისმწარმობელი.
ტელ:577993170
email:giga.dadunashvili@gmail.com
2 comments:
ნამდვილი მეგობარი ხაააარ!
მადლობა ფატიმა, ამ ტესტების შედგენის დროს მეც ბევრ რამეს ვსწავლობ, ზოგს ვიხსენებ და თან თქვენც გიზიარებთ. იმედია გამოგადგებათ...
Post a Comment