გვერდი

Subscribe:

.

Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks
Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks
Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks
ბლოგზე ნახავთ საინტერესო მასალებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ

Monday, March 16, 2015

ფეისბუქის გატეხვა, მარტივი და რთული პაროლები.

ფეისბუქის გატეხვა, მარტივი და რთული პაროლები.
ხშირად გვსმენია რომ ფეისბუქის პროფილის გატეხვა შეუძლებელია რადგან   ის ერთერთი ყველაზე დიდი და პოპულარული სოციალური ქსელია და დიდი თანხები იხარჯება მის დაცვის სისტემაზე. თუმცა ასევე ხშირად გვსმენია ისიც რომ რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას ფეისბუქი გაუტეხეს!
მაშ რა არის გამოსავალი ვის უნდა დავუჯეროთ: არსებობენ პროგრამისტები რომლებისთვისაც არ არსებობს „დაცული სისტემა“, ამის ნათელი მაგალითია ტუნდაც „ნასას“ და „ეფ ბი აი“-ს გატეხილი მონაცემთა ბაზები და ა. შ. თუმცა ფეისბუქის გატეხვას ამდენი ფილოსოფია ნამდვილად არ სჭირდება რადგან ამის ერთერთი მეთოდი მის სისტემაშია ჩაშენებული. ხშირად ზოგიერთი პიროვნება ამბობს რომ მას შეუძლია ფეისბუქის გატეხვა, მაგრამ სინამდვილე შეიძლება ორნაირი იყოს:
1)
მცოდნე სულაც არაა „მცოდნე“ და უბრალოდ ეხერხება დამაჯერებლად საუბარი, ანუ მას შეუძლია ისე გაესაუბროს არამცოდნეს რომ მას დააჯეროს რომ იცის ფეისბუქის გატეხვა, ეს ძირითადად იმ შემთხვევაში ხდება როცა „მცოდნე“ ესაუბრება ისეთ პიროვნებას რომლის შესახებაც დიდი ინფორმაცია აქვს (კარგად იცნობს) და „მცოდნე“-ს ბევრად მეტი გამოცდილება აქვს ტექნოლოგიების გამოყენებაში.
2)
მცოდნე მართლაც „მცოდნეა“ და უბრალოდ არ სურს გაიგოთ, რომ ნებისმიერ წამს შეუძლია თქვენი მონაცემების ხელში ჩაგდება (ასეთ შემთხვევაში ძირითადად არ საუბრობენ ხმამაღლა, რომ მას შეუძლია ვინმეს ფეისბუქის გატეხვა და ურჩევნიათ ეს საიდუმლოდ დარჩეს).

თუმცა სჯობს რომ იყოთ „მცოდნე“ ვიდრე არამცოდნე, მაგრამ თუკი არ შეგვიძლია ფეისბუქის გატეხვა მაშინ სჯობს თავდაცვა ვიცოდეთ. ამისათვის ჩვეულებრივ პირობებში შეგვიძლია ერთი რჩევა გავითვალისწინოთ: პირველ რიგში გამოვიყენოთ რაც შეიძლება რთული პაროლი, ის უნდა შედგებოდეს მინიმუმ 8 სიმბოლოსგან და სასურველია აქ გამოყენებული იყოს როგორც დიდი და პატარა ასოები ასევე რიცხვები და სხვადასხვა სიმბოლოები. როგორც წესი მომხმარებლები მარტივ პაროლებს იყენებენ. SplashData-მ გამოაქვეყნა იმ პაროლთა სია რომელიც არის ადვილად ამოსაცნობი და მათი გამომყენებლები ხშირად ხდებიან თავდასხმის მსხვერპლი. წარმოდიდგენთ მარტივი პაროლების პირველ ათეულს SplashData-ს ცნობით.

N
პაროლი
1
123456
2
password
3
12345
4
12345678
5
qwerty
6
123456789
7
1234
8
baseball
9
dragon
10
football

ასევე ხშირია შემთხვევები როცა მომხმარებლები იყენებენ პაროლს საკუთარ ტელეფონის ნომერს, ან სახელს და გვარს, დაბადების თარიღს. ამ შემთხვევაშიც არ არის ის დაცული.
წარმოგიდგენთ რთული პაროლის ნიმუშს, თუმცა ეს არის მხოლოდ ნიმუში და არ არის სასურველი მისი გამოყენება. „Dh*2k9&_K@2p”
ჰაკერთა მიერ 2012 წელს გაშიფრული იქნა მილიონზე მეტი ადამიანის ე.წ. პაროლი და ამ მონაცემთა სიის მიხედვით ყველაზე შესაძლო და პოპულარული პაროლებიც დაასახელა. როგორც აღმოჩნდა ადამიანთა სიზარმაცე და გონებრივი შესაძლებლობები თითქმის დაბალანსებულია პაროლის მოფიქრების სტატისტიკის მიხედვით. რაღა თქმა უნდა ჰაკერთა მიერ მოპარული ანუ გაშიფრული პაროლები გამოქვეყნდა Splash Data-ს მიხედვით. ესენია:   
1. password 
2. dragon
3. 123456
4. 12345678
5. 123123
6. abc123
7. 111111
8. master
9. iloveyou
10.welcome
11.sunshine
12. jesus
13. ninja1
14. mustang
15. shadow
ასევე ჰაკერებმა თავი შეიკავეს ისეთი პაროლების გამოქვეყნებისგან რომელშიც თავს იყრიდა სახელი და გვარი, მისამართი, ტელ-ნომერი და ასე შემდეგ.
აბსოლუტურად დაცული მომხმარებლის გვერდი საბოლოოდ არარსებობს, თუმცა არსებობს მეტნაკლებად საიმედო და არასაიმედო მომხმარებლის გვერდი.

ამ სტატიის გამოქვეყნების მიზანი ის არის რომ გამოიყენოთ რაც შეიძლება უსაფრთხო, საიმედო და რთული პაროლი, ასევე არ არის რეკომენდებული ერთი და იგივე პაროლის გამოყენება სხვადასხვა სოციალურ ქსელსა თუ საფოსტო სერვერზე. 

0 comments:

Post a Comment