გვერდი

Subscribe:

.

Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks
Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks
Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks
ბლოგზე ნახავთ საინტერესო მასალებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ

Thursday, April 21, 2016

ვინდოუსის ინსტალაციის დროს შესაძლო შექმნილი პრობლემა (The Select Disk is of the GPT Partition Style)

მოგესალმებით, პოსტის დაწერა გადავწყვიტე მას შემდეგ რაც Lenovo-ს ნოუთბუქზე ვინდოუსის ინსტალაციის დროს მცირე პრობლემას შევხვდი და თუკი სხვას ანალოგიური პრობლემა შეხვდება მინდა ვთქვა რომ არსებობს გამოსავალი.

მაშ ასე როდესაც ვინოუსის ინსტალაცია დავიწყე და უნდა შემექმნა მყარი დისკის დანაყოფები












აღმოჩნდა, რომ ჩემი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, ამის შემდეგ ვაწკაპებ ფანჯრის ქვემოთ მოცემულ ტექსტზე Windows cannot be installed to the disk. (Show details), და გამოდის ასეთი ფანჯარა











ხელის ჩაქნევა და სასოწარკვეთას მიცემა ნამდვილად არ ღირს, არც იმაზე ფიქრი თუ საიდან მოვიტანოთ IT-სპეციალისტისთვის მისაცემი თანხა ვინდოუსის ინსტალაციისთვის.
გავთიშავ ორივე ფანჯარას X-ით და ვბრუნდებით საწყის პოზიციაზე












აქ კი კლავიატურაზე უნდა ავკრიბოთ კლავიშთა შემდეგი კომბინაცია Shift+Fn+F10 და გამოვა შემდეგი ფანჯარა










სადაც უნდა ჩავწეროთ ბრძანება diskpart ისევე როგორც ქვემოთ  სურათზეა მოცემული












დავაჭერთ კლავიატურაზე Enter და გამოვა 














აქ კი ვწერთ List














და კლავიატურაზე ისევ Enter  და მიღებული შედეგი უნდა იყოს ასეთი











ყველაფერი კარგად მიდის, ახლა კი ვწერთ select disk 0 – იხ. სურათი














შემდეგ ისევ Enter













და ბოლოს ვწერთ clean და Enter.












მორჩა ყველაფერი კარგად არის ამის შემდეგ ეს ფანჯარა შეგვიძლია X -ით გავთიშოთ და განვაგრძოთ ინსტალაცია, არანარი პრობლემა არ შეგვექმნება. ამჯერად უკვე შევძლებთ მყარი დისკის დანაყოფების შექმნას და ვინდოუსის ინსტალაციის გაგრძელებას. გისურვებთ წარმატებებს.
შესაძლებელის აღნიშნული პოსტის ეექტრონული ვერსიის გადმოწერა
პ.ს. სურათების ცუდი ხარისხისთვის ბოდიშს გიხდით...

0 comments:

Post a Comment