გვერდი

Subscribe:

.

Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks
Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks
Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks
ბლოგზე ნახავთ საინტერესო მასალებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ

პროექტები


პროექტის სახელწოდება:  ჩვენ და კომპიუტერი.

პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:  მოსწავლეებს გავაცნობთ კომპიუტერის როლი თანამედროვე მსოფლიოში და მასთან მუშაობისას დადებით და უარყოფით მხარეებს.

პროექტის აქტუალობა:  პროექტი აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ XXI-საუკუნეში კომპიუტერის როლი არის უმნიშვნელოვანესი, ასევე უმნიშვნელოვანესია იმ ნორმების დაცვა, რაც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლეებს შევასწავლოთ კომპიუტერთან მუშაობის უნარ ჩვევები, ისინი მოიძებნიან სხვადასხვა ინფორმაციას კომპიუტერის შესახებ, გაეცნობიან სხვადასხვა სტატისტიკებს, ასევე კომპიუტერთან ჯდომის წესებს და მუშაობის ხანგრძლივობის შეზღუდვებს, რაც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი.

ვადები, ხანგრძლივობა: 1 თვე.

მოსალოდნელი შედეგები/პროცედურები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეისწავლიან კომპიუტერთან მუშაობის  უნარ–ჩვევებს, მათ გამოუმუშავდებათ კვლევა ძიების უნარ–ჩვევები, გაეცნობიან კომპიუტერული ტექნიკის განვითარებებს ეტაპებს და მიღწევებს, მის სასარგებლო თუ საზიანო მხარეებს, გაეცნობიან კომპიუტერის გამოყენების სხვადასხვა სფეროში.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: დაგვჭირდება კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, საპრეზენტაციო პროგრამა MS PowerPoint, ფოტოაპარატი, სახელმძღვანელოები, რვეული და საწერ–კალამი.

პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): შერჩეული თემიდან გამომდინარე, მოსწავლეებს დავყოფთ სამ ჯგუფად: პირველი ჯგუფი – შეარჩევს იმ საკითხებს, რომლის გარკვევა და შესწავლა არის პროექტის მიზანი, ეს შეეხება როგორც აუცილებელ და სასარგებლო მხარეებს, ასევე მასთან მუშაობისას დასაცავ ნორმებს. მეორე ჯგუფი – მოიძიებს სხვადასხვა მასალას ინტერნეტში, სახელმძღვანელოებში და ამოიწერენ მათთვის სასურველ ინფორმაციას რვეულში, გადაიღებენ ფოტომასალებს, შეხვდებიან კომპიუტერის სპეციალისტებს, სხვადასხვა სფეროში კომპიუტერთან მომუშავე ადამიანებს და ჩვეულებრივ მოყვარულებს. ასევე გაესაუბრებიან ფსიქოლოგებს და ექიმებს, რადგან გაიგონ თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს კომპიუტერთან მუშაობისას შეზღუდვების დარღვევას. მესამე ჯგუფი – შეაჯამებს ყველა მოპოვებულ ინფორმაციას, შეკრიბავს მას როგორც ერთ მთლიანობას და გამოიტანს დასკვნებს. რომელსაც საბოლოოდ წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ, ბიოლოგია.

ის ტექნ. V.1. მოსწავლეს შეუძლიაისტ-ის  ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
ის ტექნ. V.2. მოსწავლეს შეუძლიაეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ-ის  გამოყენებისას. იცის ისტ-ის გამოყენების სფეროები და აცნობიერებს მის უპირატესობებს.
ის ტექნ. V.3. მოსწავლეს შეუძლიასხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ის ტექნ. V.5მოსწავლეს შეუძლიასხვადასხვა სახის ციფრული საშუალების  შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის ტექნ. V. 6. მოსწავლეს შეუძლიასხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.
ის ტექნ. VI.1. მოსწავლეს შეუძლიასხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ის ტექნ. VI.2მოსწავლეს შეუძლიაისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
ის ტექნ. VI.3. მოსწავლეს შეუძლიასხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის ტექნ. VI.4მოსწავლეს შეუძლიასხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა  და თანამშრომლობისათვის.

პროექტის ხელმძღვანელი: გიგა დადუნაშვილი (ისტ–ის მასწავლებელი).

ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:giga.dadunashvili@gmail.com

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: www.gigadadunashvili.blogspot.com

0 comments:

Post a Comment