გვერდი

Subscribe:

.

Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks
Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks
Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks
ბლოგზე ნახავთ საინტერესო მასალებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ

Friday, August 21, 2015

სამაგიდო კომპიუტერი VS ლეპტოპი / Desktop VS Laptop


   როდესაც გადაწყვეტთ კომპიუტერის შეძენას და ვერ გადაგიწყვეტიათ რომელი შეიძინოთ სამაგიდო კომპიუტერი  თუ ლეპტოპი, თქვენ უნდა განიხილოთ რამდენიმე კრიტერიუმი, რომელიც შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს და იქნება მეტ-ნაკლებად ოპტიმალური.

ქვემოთ მოცემულია სქემა, რომელიც აღწერს თითოეულის დადებით და უარყოფით მხარეებს, მართალია აქ არ არის დეტალური დასაბუთება, მაგრამ ყურადღება გამახვილებულია ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. (Desktop-სამაგიდო კომპიუტერი, Laptop-ლეპტოპი).

ფასი

Desktop: არსებობს მრავალი კომპონენტი, პარამეტრი რითაც ისაზღვრება ზოგადად კომპიუტერის ფასი. სამაგიდო კომპიუტერის შემთხვევაში ფასი არის ბევრად იაფი, როგორც მინიმუმ 400 $ სრული პაკეტი და სისტემის სიძლიერე იყოს საკმაო მისაღები.
Laptop:  ლეპტოპებსაც აქვს საკმაოდ კომპონენტი, მაგრამ აქ უფრო ხვდებით შეზღუდვას ანუ რომ მივიღოთ უფრო ძლიერი ლეპტოპი (მაღალი სიჩქარე, უკეთესი გრაფიკა უფრო მეტი შენახვის შესაძლებლობა) ფასი შეიძლება ბევრად მაღალი იყოს ვიდრე სამაგიდო კომპიუტერის შემთხვევაში. ასევე ფასი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ბრენდზე.

მოხერხებულობა

Desktop: კომპიუტერები დიდი ზომისაა მას აქვს ცალკე მონიტორი კლავიატურა და თაგვი, ასევე შესაძლებელია UPS ვიდეო თვალი,მიკროფონი. ყველაფერ ამას სჭირდება დიდი ადგილი, ვიდრე ლეპტოპს. მიუხედავად იმისა რომ შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობის გადაადგილება, ძირითადად ის ერთ ადგილას იმყოფება.
Laptop: ლეპტოპი ძალიან მოხერხებულია მისი ზომის გამო, მისი დიდი უპირატესობა ის არის რომ შეგვიძლია გადავაადგილოთ ნებისმიერ ადგილას, რაშიც ასევე გვეხმარება ჩანთა რომლითაც უფრო მოხერხებული ხდება მისი გადაადგილება.

პროცესორი

Desktop: პროცესორები ცოტათი უფრო დიდი ზომისაა, მაგრამ სამაგიეროდ შესაძლებელია უფრო ძლიერი პროცესორები იქნას გამოყენებული.
Laptop: პროცესორები თითქმის წამოეწია desktop პროცესორებმაგრამ მაინც არის სხვაობათანაბარი შესაძლებლობის პროცესორებს ფასი ექნებათ მნიშვნელოვნად განსხვავებული(რათქმაუნდა ლეპტოპის უფრო ძვირი).

კლავიატურა

Desktop:  კომპიუტერებს შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი ზომის კლავიატურა. მათ დამატებით მარჯვენა მხარეს აქვთ ციფრული ღილაკები, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს გარკვეულს სამუშაობს. აქ არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს.

Laptop: მცირე ლეპტოპებს "14" და "15" ეკრანებით,  როგორც  წესი,  აქვთ  პატარა  კლავიატურები  და მათ დამატებით მარჯვენა მხარეს არ აქვთ ციფრული ღილაკებიდიდი ლაპტოპები 17 "ეკრანებით - აქვს დიდი კლავიშებიმათ დამატებით მარჯვენა მხარეს აქვთ ციფრული ღილაკები, მაგრამ ასეთი ლეპტოპები მოცულობით დიდია და  მძიმე.

ეკრანის ზომა

Desktop: მონიტორების უმეტესობა იწყება  15 დიუმიდანშესაძლებელია გამოვიყენოთ hook  up    ტელევიზია,  ასე   ეკრანის     ზომის   შეიძლება   იყოს დიდიროგორც ტელევიზიითრაც საკმაოდ მოხერხებულს ხდის მონიტორს

Laptop: ლეპტოპის გამოყენებისას ძირითადი აქცენტი მის მოხერხებულობაზე კეთება აქედან გამომდინარე მისი მონიტორი 10 დან 17 დიუმამდე მერყეობს.თუმცა ლეპტოპს შეუძლია ნებისმიერი ზომის მონიტორთან მუშაობა და მასზე ასევე შეიძლება დავაკავშიროთ პროექტორი.

თამაშები

Desktop:  კომპიუტერებს შეუძლიათ გამოიყენონ „ძლიერი“ ვიდეო ბარათები, პრაქტიკულად ნებისმიერი ვიდეო ბარათი შეიძლება გამოყენებული იქნას კომპიუტერში, მათ შორის ორი ან მეტი ვიდეო ბარათი.

Laptop: ფიზიკური სივრცე შეზღუდულია, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს გრაფიკული შესაძლებლობები. შეზღუდულია ასევე ვიდეო ბარათის რაოდენობაც.

რემონტი, განახლება

Desktop:  სარემონტოდ კომპიუტერი ბევრად ადვილია, რადგან კომპონენტების ადვილად შეიძლება შევიძინოთ კომპიუტერულ მაღაზიებში. ყველა კომპონენტი სამაგიდო კომპიუტერზე ადვილი შესაცვლელია და ადვილად შეიძლება მათი განახლება.

Laptop: ლეპტოპის შემთხვევაში საქმე ბევრად რთულადაა, მისი ნაწილები შეიძლება რთული მოსაძებნი გახდეს და ხშირ შემთხვევაში საჭირო გახდეს მისი გამოწერა  და შეძენა ონლაინ მაღაზიებით. კომპონენტების უმეტესობა ჩაშენებულია და არ არის ცალკე როგორც მყარი დისკი, რაც ართულებს მის განახლება შეკეთებას.


საბოლოო გადაწყვტილება დამოკიდებულია იმაზე თუ რა უფრო შეესაბამება თქვენს საჭიროებას, მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოყვანილი სქემა საუკეთესო ვარიანტად ასახელებს სამაგიდო კომპიუტერს, შესაძლოა თქვენთვის კომპიუტერის „სიმძლავრეზე“ მნიშვნელოვანი მისი მოხერხებულობა, ადვილად გადაადგილება იყოს, თქვენთვის გადაუდებელ აუცილებლობას ინტერნეტის გამოყენება და ელ-ფოსტის გახსნა წარმოადგენდეს. მთავარია ვიცოდეთ ზუსტად რისთვის გვჭირდება ჩვენ კომპიუტერი და გავაკეთოთ შესაბამისობა მოცემულ სქემასთან. წარმატებებს გისურვებთ...

2 comments:

ადმინი said...

გამარჯობა. თქვენი კოლეგა ვარ. ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვთ. დიზაინიც ძალიან მოსაწონია. ხომ ვერ დაგვეხმარებით ასე როგორ შევუცვალოთ დიზაინი ბლოგს. (სკოლის საიტი გვაქვს მხედველობაში.) წინასწარ დიდი მადლობა

გიგა დადუნაშვილი said...

გამარჯობა. შორიდან გიცნობ დავით, შეძლებისდაგვარად შევეცდები დაგეხმაროთ, ასევე მივესალმები თანამშრომლობას

Post a Comment