მესამე ნაწილი ტესტებისა, სადაც მოცემულია არჩევითპასუხიანი ტესტები, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა თემატიკას: ოპერაციული სისტემები, პროგრამული უზრუნველყოფა, აპარატურა, ინტერნეტი, ქსელი, დაცვა, ორობითი, ათობითი, თექვსმეტობითი სისტემები, პროგრამირება, ვებ-დიზაინი, ფაილური სისტემები, განვითარების ისტორია, პიროვნებები, მწარმოებელი კომპანიები, ტერმინთა განმარტებები და ა.შ. შესაძლებელია ეს ყველაფერი ამ პოსტის ტესტებში არ შეგვხვდეს, მაგრამ პერიოდულად განახლდება და დაემატება ახალი ტესტები, რომელიც მოიცავს ყველა ზემოთჩამოთვლილ საკითხებს. ტესტის შესრულება შესაძებელია ონლაინ რეჟიმში - ასევე ამ ბმულზე განთავსბული ელ-წიგნიდან (pdf-ფაილი). შესაძლებელია ტესტებში მცირე ხარრვეზები იყოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში ველოდები კომენტარებს. ტესტში პასუხის ასარჩევად დააპკაპუნეთ ჩამონათვალის (A, B, C, D) მარჯვნივ მდგომ სიმბოლოს - "?", სწორი პასუხის შემთხვევაში დაფიქირდება მხიარული სმაილის კოდი - ":-)" და გამოვა შეტყობინება "Correct"- სწორია, არასწორი პასუხის შემთხვევაში კი დაიხატება სიმბოლო "X" და გამოვა შეტყობინება "Sorry! Try again." სცადეთ თავიდან. დიახ ნამდვილად შეგიძლიათ სცადოთ თავიდან და მეორე სავარაუდო პასუხი დააფიქსიროთ... ანუ პასუხამდე ყველა შემთხვევაში მიდიხართ თუმცა ერთ კითხვაში ბევრჯერ მონიშნული პასუხი რეიტინგულ მონაცემებს აუარესებს. ზოგირთი კითხვის პასუხს განმარტებებიც მოყვება, შესაძლებელია ტესტის შესრულება როგორც თითო შეკითხვით ასევე შეგვიძლია ყველა კითხვა ერთ ფანჯარაში განვათავსოთ "show all questions" - ღილაკით, იგივე ღილაკზე დაწკაპუნებით დააბრუნებთ ისევ თითოეული კითხვის რეჟიმზე. შესაძლებელია ასევე კითხვის გამოტოვება "=>" ღილაკით და გამოტოვებულ კითხვაზე დაბრუნება "<=" ღილაკით.
გისურვებთ წარმატებებს...
N3
N3
Quiz
რომელი ოპერაციული სისტემის მწარმოებელია Apple?
Windows
Linux
Unix
Mac Os
ის შედგება სპილენძის გამტარისაგან, ირგვლივ შემოხვეული საიზოლაციო შრისაგან, მეტალის წნულისაგან და გარე გარსისაგან
კოაქსიალური კაბელი
ხვეული წყვილი კაბელი
ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი
USB მატარებელი
რომელი არ არის ინტერნეტ პროტოკოლი?
HTTP
RIP
PIM
PSI
ჩამოთვლილთაგან რომელი არ გვხვდება ელ ფოსტის სარგებლობისას?
BCC
SPAM
Pen
Pine
ანტივირუსული პროგრამა პაკეტით „ანტივირუსი+Firewall” განისაზღვრება
ვირუსებთან მებრძოლი პროგრამა
ქსელის და ინტერნეტის კომუნიკაციას მაკონტროლებელი თქვენს კომპიუტერამდე და მის გარეთ
ვირუსებთან მებრძოლი და ქსელის და ინტერნეტის კომუნიკაციას მაკონტროლებელი თქვენს კომპიუტერამდე და მის გარეთ
ვირუსებთან მებრძოლი და ქსელის და ინტერნეტის კომუნიკაციას მაკონტროლებელი თქვენს კომპიუტერამდე და მის გარეთ + მშობლების კონტროლი
რატომ არის UTP კაბელებში სადენთა წყვილები ერთმანეთზე დახვეული?
სადენთა ერთმანეთზე გადახვევა ხელს უშლის ელექტრო-მაგნიტური ველის შექმნას, ე.ი. კაბელში მონაცემთა დამახინჯებას
სადენთა ერთმანეთზე გადახვევა ხელს უწყობს მათ სწრაფ გადაცემას
სადენთა ერთმანეთზე გადახვევა საჭიროა რომ არ მოხდეს სადენთა დაზიანება, რადგან ასეთ შემთხვევაში ის მყარია.
სადენთა ერთმანეთზე გადახვევა ხელს უწყობს ელექტრო-მაგნიტური ველის შექმნას, რაც საშუალებას იძლევა მუდმივ რეჟიმში მიეწოდოს მონაცემები
ინფორმაციის გაცვლისა და რესურსების ერთობლივად გამოყენებისათვის, ერთმანეთთან ფიქსირებულად ან/და მობილურად დაკავშირებული კომპიუტერების ჯგუფი არის
ქსელი
სერვერი
კლიენტი
პროტოკოლი
საინფორმაციო ქსელები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სხვადასხვა შესაძლებლობებით, მაგრამ ყველა ქსელს გააჩნია ოთხი ძირითადი საერთო ელემენტი ესენია
წესები (პროტოკოლი), ინფორმაცია ან ინფორმაციის ერთეული, მედია საშუალება რომლითაც ხდება ამ მოწყობილობების დაკავშირება, ქსელური მოწყობილობები
სპილენძის კაბელები - მოწყობილობებს შორის მონაცემთა გადასაცემად იყენებს დენის სიგნალს.
ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები - იყენებს შუშას და პლასტმასის სადენს, ე.წ. ბოჭკოვანს, რათა გადასცეს სინათლის სხივის იმპულსების მეშვეობით ინფორმაცია.
ხვეული წყვილი - იყენებს როგორც ლაზერულ გადაცემას ასევე კაბელურ კავშირს.
უკაბელო კავშირი - იყენებს რადიო სიგნალებს, ინფრაწითელ ტექნოლოგიას (ლაზერებს), ან სატელიტურ კავშირებს.
ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის ქსელის მოწყობილობა?
Core
Switch
Hub
Router
მარშუტიზატორის ინგლისური სახელწოდება
Hub
Switch
Modem
Router
Wireless Access Point
მოწყობილობა რომელიც უზრუნველყოფს ერთ ქსელში რამოდენიმე კომპიუტერის ჩართვას (პორტების რაოდენობის მიხედვით) შემოსულ პაკეტებს უგზავნის ყველა კომპიუტერს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მისთვის განკუთვნილი.?
Hub
Switch
Modem
Router
რომელი არ არის აუდიო ფორმატი?
MP3
AIF
WAV
COM
რომელ ოპერაციულ სისტემას ეკუთვნის ვერსიები Fedora, Ubuntu, Debian, OpenSuse?
Windows
Linux
Unix
Mac Os
რომელ ოპერაციულ სისტემას ეკუთვნის ვერსიები Lion, Tiger, Jaguar, Puma, Leopard, Panther (ე.წ. „დიდი კატები“)?
Windows
Linux
Unix
Mac Os
როგორი ტიპის კაბელში ხდება მონაცემთა გადაცემა მოდულირებული სინათლის იმპულსების სახით?
კოაქსიალურ კაბელში
ხვეული წყვილ კაბელში
ოპტიკურბოჭკოვან კაბელში
უკაბელო წვდომის წერტილებში
რომელ შემთხვევაშია დალაგებული ოპერაციული სისტემის ვერსიები გამოსვლის თარიღის მიხედვით სწორად?
Jaguar, Panther, Tiger, Leopard
Jaguar, Tiger, Leopard, Panther
Jaguar, Panther, Leopard, Tiger
Panther, Tiger, Leopard, Jaguar
რა არის გადმოწერა (downloading)?
ინტერნეტში ფაილის გადაგზავნა
ინტერნეტიდან ფაილის მიღება
ფაილის გადატანა ფლოპზე
ვებ გვერდის სკანირება
UTP კაბელი უერთდება კომპიუტერსა და სხვა მოწყობილობებს
რვაკონტაქტიანი გასართით (კონექტორით) RJ-45 (Registered Jack 45)
ექვსკონტაქტიანი გასართით (კონექტორით) RJ-45 (Registered Jack 45)
ოთხკონტაქტიანი გასართით (კონექტორით) RJ-45 (Registered Jack 45)
ექვსკონტაქტიანი გასართით (კონექტორით) RJ-36 (Registered Jack 36)
რომელი მტკიცებულება არ არის მართებული კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობისთვის?
კომპიუტერთან ხანგძლივი მუშაობის შედეგად შეიძლება წარმოიშვას თვალების გაღიზიანება, მხედველობის ფოკუსირების გაძნელება.
კომპიუტერთან ხანგძლივი მუშაობის შედეგად შეიძლება წარმოიშვას გადაღლა
კომპიუტერთან ხანგძლივი მუშაობის შედეგად შეიძლება წარმოიშვას ტემპერატურის მკვეთრი მომატება.
კომპიუტერთან ხანგძლივი მუშაობის შედეგად შეიძლება წარმოიშვას ზურგის ტკივილი და კუნთოვანი სპაზმები.
რომელი არ არის ინტერნერ-ბრაუზერი?
Internet Explorer
Hotmail
Netscape
Opera
IP პროტოკოლის პარამეტრებისა და ქმედითუნარიანობის შემოწმებისთვის ვიყენებთ
ipconfig და ping
regdit და msconfig
diskmgmt
dxdiag
რომელი ტექნოლოგია არ გვხვდება მაუსის შემთხვევაში?
Mechanical
Optical
Motorized
Optical-Mechanical
ჩამოთვლილთაგან რომელი არაა პროგრამირების ენა
Lisp
See
Java
Perl
რომელი მტკიცებულებაა მართებული IPv4 და IPv6 სტანდარტებზე?
გვაქვს IP მისამართის 32 ბიტიანი IPv4 და 128 ბიტიანი IPv6 სტანდარტები
გვაქვს IP მისამართის 64 ბიტიანი IPv4 და 128 ბიტიანი IPv6 სტანდარტები
გვაქვს IP მისამართის 32 ბიტიანი IPv4 და 64 ბიტიანი IPv6 სტანდარტები
გვაქვს IP მისამართის 16 ბიტიანი IPv4 და 32 ბიტიანი IPv6 სტანდარტები
როგორ იქნება IP მისამართი 192.168.1.8 ორობით ფორმატში?
00001000.11000000.10101000.00000001
11000000.00000001.10101000.00001000
10101000.11000000.00000001.00001000
11000000.10101000.00000001.00001000
კლავიატურიდან შეყვანილი ინფორმაციის ჩამწერი
BotNet
KeyLoggers
Spyware
Rootkit
რომელ ოპერაციულ სისტემას ეყრდნობა გრაფიკული Mac os X?
Windows
Linux
Unix
Solaris
რომელი მტკიცებულებაა მართებული
ანტივირუსი არი სრული გარანტი კომპიუტერის დასაცავად ვირუსებისგან და ჰაკერული თავდასხმისაგან
რაც უფრო ხშირად განახლებადია ანტივირუსი მით უფრო დაცულია მომხმარებელი
ანტივირუსები ძალიან მცირე კომპიუტერულ რესურსს მოითხოვენ
ანტივირუსი და ბრენდმაუერი სინონიმური ტერმინებია
ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის კაბელური ქსელის ტიპი?
სპილენძის კოაქსიალური
ხვეული წყვილი
ოპტიკური ბოჭკო
ინფრაწითელი
რა განსხვავებაა „Crossover” და „Straight” შეერთებისას (TP კაბელი).
„Crossover” არის პირდაპირი და „Straight” - ჯვარედინი
„Crossover” - არის პარალელური და „Straight” - მიმდევრობითი
„Crossover” არის ჯვარედინი და „Straight” - პირდაპირი
„Crossover” და „Straight” სინონიმური ტერმინებია
რა არის Cookie(ქუქი)?
ქუქ პროგრამა
ვებ-საიტი
ინტერნეტ ინფორმაციის ფაილი
ჰაკეტული ფაილი
როგორი კაბელის შემთხვევაში გამოიყენება სადენთა ასეთი ფერები? „ლურჯი და თეთრი-ლურჯი , მწვანე და თეთრი-მწვანე, ნარინჯისფერი და თეთრი-ნარინჯისფერ, ყავისფერი და თეთრი-ყავისფერი“
კოაქსიალურ კაბელში
UTP კაბელში
ოპტიკურბოჭკოვან კაბელში
რომელი არ არის სურათის ფორმატი?
JPEG
GIF
TMP
BMP
(Host) ქსელში(მათ შორის ინტერნეტის ქსელში) იდენტიფიცირებისათვის უნდა ჰქონდეს შემდეგი ლოგიკური მისამართები:
IP address, Default Gateway, Domain Name System Server Address
IP address, Subnet mask, Default Gateway, Domain Name System Server Address
IP address, Subnet mask, Domain Name System Server Address, proxy server
IP address, Subnet mask, Default Gateway, proxy server
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი შეესაბამება broadband ინტერნეტის დაკავშირებას?
28.8k
56k
Cable
Modem
მოწყობილობა რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ქსელების ერთმანეთთან დასაკავშირებლად, განსაზღვრავს მარშრუტს დაშორებულ ქსელებში ინფორმაციის გადაცემისას
Hub
Switch
Modem
Router
ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის unix-ის ან linux-ის ვერსია?
Ubuntu
RedHat
DOS
Debian
რომელია ქსელის ადაპტერის შემოკლებული ფორმა?
NIC
NA
NTW
NAW
რომელი ეკუთვნის მყარ დისკს?
Mother Board
Platter
Laser
Riser Board
ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის ოპერაციული სისტემა?
ios
android
miniopera
linux
რისთვის გამოიყენება ping ბრძანება?
IP ინფორმაციის მისაღებად
კავშირის შესამოწმებლად
ჰაკერული თავდასხმის ასარიდებლად
ქსელის დაცვისთვის
რისთვის გამოიყენება ipconfig ბრძანება?
ქსელის კონფიგურაციისთვის
სისტემის შესახებ ინფორმაციისთვის
IP ინფორმაციის მისაღებად
კავშირის შესამოწმებლად
ჩამოთვლილთაგან რომელი არ გვაძლევს შესაძლებლობას კომპიუტერის უკეთ დასაცავად?
firewall (ფაერვოლი)
Vlan (გლობალური კომპიუტერული ქსელი)
კარგი პაროლები
პროგრამული უზრუნველყოფის განახლება.
რომელ შემთხვევაში არ არის ვიდეოს გარჩევადობა სწორად?
640x480
800x680
1024x768
1152x864
რომელი მტკიცებულება არ არის მართებული UTP კაბელებთან დაკავშირებით?
UTP კაბელით მონაცემთა გადაცემა შესაძლებელია 100 მეტრამდე მანძილზე
500 მეტრზე შორს UTP კაბელის გამოყენება აღარ შეიძლება
100 მეტრზე მეტ მანძილზე სიგნალის გადასაცემად საჭიროა ჩავაყენოთ ქსელური მოწყობილობა, მაგრამ გზაზე შეგვიძლია ჩავაყენოთ მხოლოდ 4 ქსელური მოწყობილობა
UTP კაბელით მონაცემთა გადაცემის მანძილი შეუზღუდავია
სსიპ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი, საქმისმწარმობელი.
ტელ:577993170
email:giga.dadunashvili@gmail.com
6 comments:
გიგა, ამ ტესტების პასუხების ნახვა არ შეიძლება?https://drive.google.com/file/d/0B98rBGF1lOYLbmpNVkpMRUtBLTQ/view?usp=sharing
ცალკე არ მაქვს ფატიმა ტესტის პასუხები ატვირთული დრაივზე რადგან ბლოგზე განთავსებული ტესტი თვითონ აჩვენებს სწორ პასუხებს, მაგრამ შემიძლია გამოგიგზავნო.
sad sheidzleba am treiningebze tu kursze siaruli.tu shegidzliat rom mipasuxot rogor dagikavshirdet?
მაია ეს ტრენინგის მასალა არ არის, ეს მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი ისტ-ის მასწავლებლის გაკეთებულია.
მადლობა გიგა, ამ ტესტებს გარჩევით საგამოცდოდ მომზადება ნაწილობრივ შეიძლება.
ძალიან დაბალი % ავიღე 67%
95% ავიღე მშვენიერი შედეგი დავდე.....:)
Post a Comment