როგორც ცნობილია მსოფლიოში ჰაკერები დაახლოებით
150 მავნებლურ წერილს გზავნიან დღეში რითაც ცდილობენ მოიპოვონ წვდომა თქვენს საფოსტო
ანგარიშზე. რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ელ-ფოსტის უსაფრთხოებისათვის? ამისთვის განვიხილოთ
4 მარტივი ნაბიჯი.
- გამოიყენეთ ძლიერი პაროლები - მიუხედავად იმისა რომ მარტივი პაროლი ადვილად დასამახსოვრებელია, ეს არ შეიძლება იყოს ერთადერთი გამოსავალი. ბევრი იყენებს პაროლად ისეთ პირად მონაცემებს რომლის ამოცნობა არ უჭირს დაინტერესებულ პირს მაგ: სახელი, გვარი, ტელ-ნომერი, დაბ. თარიღი, ავტომობილის ნომერი და ა. შ. ეს რათქმაუნდა ცუდი არჩევანია, საჭიროა გამოყენებული იქნას რთული პაროლი, დიდი და პატარა ასოები და სხვადასხვა სიმბოლოები.
- გამოიყენეთ დაშიფრული ფოსტის სერვისები - ბევრი ელ-მომსახურეობა გვთავაზობს უსაფრთხო ელ-კავშირს რათა თქვენი მონაცემები იყოს დაცული. უსაფრთხო კავშირი (SSL სერთიფიკატი - ციფრული ხელმოწერა რათა დავრწმუნდეთ ერთმანეთის ნამდვილობაში და გავცვალოთ ფაილები უსაფრთხოდ), ასეთ შემთხვევაში ბრაუზერის მისამართის ველის მარჯვნივ დავინახავთ დახურულ მწვანე ბოქლომს. ასევე გადაამოწმეთ თქვენი ელ მისამართი, ის უნდა იწყებოდეს Https: // და არა Http.
- მოერიდეთ საჯარო Wi fi-ს - საჯარო wifi-ს მოხმარების დროს იზრდება იმის შანსი რომ ვინმემ ჩვენს დაუკითხავად ესტუმროს ჩვენს კომპიუტერს. საჭიროა ასეთ შემთხვევებში გვქონდეს აქტიური ფაერვოლი (firewall) და განახლებული ანტივირუსი.
- ელფოსტის უსაფრთხოდ მოხმარების ჩვევების გამომუშავება - ეს საუკეთესო და ერთ-ერთი აქტუალური გზაა ელ ფოსტის დასაცავად. ხშირია შემთხვევები როცა მომხმარებელი გახსნი ელფოსტას და მუშაობის დასრულების შემდეგ არ ახდენს მისგან გასვლას, განსაკუთრებით კი სამსახურში და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში. მოერიდეთ უცნობი წყაროებიდან მოსული წერილების გახსნას ვიდრე ის არ გაივლის სკანირებას, ყველაზე სახიფათო კი წერილზე მიბმული ფაილებია. რეგულარულად შეამოწმეთ ანტივირუსით კომპიუტერი, ეს ზრდის თქვენს უსაფრთხოებას და ამცირებს ჰაკერების შანსს. ხშირად გაასუფთავეთ ბრაუზერის ისტორია. მიუხედავად ყველაფრისა 100% დაცვას მაინც ვერავინ შემოგთავაზებთ თუმცა ყველაფრის გათვალისწინებით შეგიძლიათ დაიცვათ თქვენი ანგარიშები მნიშვნელოვნად.
სურათზე შეგიძლიათ იხილოთ 9 ყველაზე პოპულარული
საფოსტო სერვერი მათი დადებითი და უარყოფითი მხარეებით.
0 comments:
Post a Comment