გვერდი

Subscribe:

.

Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks
Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks
Blogger Tips and TricksLatest Tips And TricksBlogger Tricks
ბლოგზე ნახავთ საინტერესო მასალებს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ

Sunday, October 4, 2015

როგორ შევქმნათ ექსელში ტესტი / Create a Quiz in Excel

      მოცემულ პოსტში განხილულია თუ როგორ უნდა შევქმნათ Ms Excel-ში ტესტი მაკროსის გამოყენებით. სწორი პასუხების არჩევა მოხდება მასზე დაწკაპუნებით, ხოლო შედეგი გამოითვლება ავტომატურად.
   
(P.S. მომზადებული ტესტის შენახვის დროს აუცილებელია რომ შენახვის ტიპში (Save as type:) ავირჩთ Excel Macro-Enabed Workbook და ისე შევინახოთ ).

2 comments:

lasha surguladze said...

მოგესალმებით ბატონო გიგა, ახლახანს ვნახე თქვენი ვიდეო, რომელიც ექსელის საშუალებით ტესტის შექმნას ეხებოდა, რომელიც მომეწონა და მას კლასში გამოვიყენებ და სხვა მასწავლებლებსაც შევთავაზებ მისი საშუალებით ტესტირებას. მაგრამ მინდა რამოდენიმე რეკომენდაცია მოგცეთ ამ საკითხზე:
1) Group Box 1 - ის მაგივრად რომ შეკითხვას ვწერთ, ჯობია რომ ის საერთოდ წავშალოთ, ვინაიდან ის პატარა ასოებით იწერება და ვერც ზომას ვუცვლით და ვერც ფერს, მის მაგივრად ზემოთ (ან გვერდით) ჩვეულებრივად ჩავწეროთ ექსელის უჯრაში შეკითხვა და მხოლოდ შემოსაზღვრულ არეში ჩავსვათ რამოდენიმე Option Button 2 - ებით შემდგარი სავარაუდო პასუხები.
2) Option Button 2 ებს შეძლება სხვადასხვა ფერი და ეფექტებიც მივანიჭოთ მეტი მიმზიდველობისათვის;
3) სამუშაოს ბოლოს საჭიროა ფურცელი დავიცვათ დაფორმატებისაგან პაროლით protect sheet ის საშუალებით რომ მოსწავლემ ვერ წაშალოს და ვერ შეცვალოს კითხვების გვერდი;
4) ასევე ალბათ აჯობებს ექსელს ბადე საერთოდ მოვუხსნათ Gridines ღილაკის გამორთვით.
ასევე იქნებ შეიძლება და გვასწავლოთ თუ შეიძლება Sheet2 ის პაროლით დაცვა?
გმადლობთ, ველოდები თქვენს შეხმიანებას


გიგა დადუნაშვილი said...

მოგესალმები ბატონო ლაშა.
ძალიან კარგია რომ ტესტის გაფორმებას მიაქციე ყურადღება. მინდა ავღნიშნო რომ ვიდეოში ყურადღება გავამახვილე ძირითადად სტრუქტურაზე როგორ უნდა გაკეთდეს, დანარჩენი - დახვეწა უკვე გემოვნების საკითხია და ამის გაკეთება არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას ისტ-ის მასწავლებლისთვის, რომლებიც ასევე შესანიშნავად არის განხილული სახელმძღვანელოებში. მივესალმები დახვეწილ, ეფექტურად გაფორმებულ ტესტს. რაც შეეხება protect sheet-ს ეგ სასურველიც არის და აუცილებელიც.
რაც შეეხება sheet 2 ის პაროლით დაცვას, ვიდეოში ნაჩვენები მაქვს რომ sheet 2 დავმალე hide ბრძანებით. მოსწავლემ რომ ვერ შეძლოს დამალული sheet-ის გამოჩენა ამისათვის შეიძლება გამოვიყენოთ review -> protect workbook რომელზეც უნდა მოვნიშნოთ Structure, Password ველში რაღათქმაუნდა პაროლი და ok. იგივე პაროლს გავიმეორებთ გამოსულ ფანჯარაში. ამის შემდეგ ჩვენი კეთილი ნებისგარეშე ვერავინ შეძლებს დამალული sheet-ის გამოჩენას.
პატივისცემით

Post a Comment