გვერდი

Monday, March 16, 2015

რომელ ვებ-ბრაუზერს ვიყენებთ ყველაზე ხშირად?

ვებ-ბრაუზერი არის პროგრამა რომლის საშუალებითაც ინტერნეტში ვებ გვერდებს ვათვალიერებთ.
21-საუკუნეში ადამიანთა ცხოვრება თითქმის წარმოუდგენელია ინტერნეტის გარეშე, ინტერნეტს ვიყენებთ თითქმის ყველა საწარმოსა თუ დაწესებულებაში, ინტერნეტი არის
ინფორმაციის მოძიების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და სწრაფი საშუალება.
აქედან გამომდინარე ხშირად ვხვდებით არჩევანის წინაშე რომელი ვებ-ბრაუზერი გამოვიყენოთ, წარმოგიდგენთ სტატისტიკურ მონაცემებს თუ რომელ წებ-ბრაუზერებს იყენებენ მსოფლიოში ყველაზე ხშირად რომელიც გამოაქვეყნა საიტმა http://www.w3schools.com/, მასალა მოცემულია 2015 წლის თებერვლის მდგომარეობით.
Google Chrome -62.5 %
Mozilla Firefox – 22,9 %
Internet Explorer – 8.0 %
Safari – 3.9 %
Opera – 1.5 %.
ვებ-ბრაუზერის გამოყენების სტატისტიკა უკანასკნელ წლებში მკვეთრად შეიცვალა, მას შემდეგ რაც google-მ შემოგვთავაზა ახალი ბრაუზერი Google Chrome. გავეცნოთ სტატისტიკურ მონაცემებს 2008 წლის დეკემბრის  მდგომარეობით.
Google Chrome -3,6 %
Mozilla Firefox – 44,4 %
Internet Explorer – 46,0 %
Safari – 2,7 %

Opera – 2,4 %.

No comments:

Post a Comment